ნათია მეზვრიშვილი - გიორგი გახარია საქმის პოლიტიკოსია - დაველოდოთ და ჩვენი დღის წესრიგით იხილავთ ბატონ გახარიასაც და მის პოზიციონირებას ბევრ საკითხთან დაკავშირებით

გიორგი გახარია გახლავთ საქმის პოლიტიკოსი. ის ამას ამტკიცებდა ყოველთვის, როდესაც იყო ხელისუფლებაში და ის ამ პრინციპით მოქმედებდა, მათ შორის ოპოზიციაში, - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ ჩანს და არ აქტიურობს გიორგი გახარია.

მისი თქმით, არ შეიძლება, რომ 24 საათი ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და წარსულზე საუბრობდნენ და მთავარი საქმეა და არა საუბარი.

„ჩვენ არასოდეს არ გვახასიათებდა არათანმიმდევრულობა, ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. გიორგი გახარია გახლავთ საქმის პოლიტიკოსი. ის ამას ამტკიცებდა ყოველთვის, როდესაც იყო ხელისუფლებაში და ის ამ პრინციპით მოქმედებდა ყოველთვის, მათ შორის ოპოზიციაში.

რასაც დღეს ვხედავთ, იგივე პოზიციონირება საკრებულოებთან დაკავშირებით, ეს არის საქმის შედეგი. ეს არის პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობით და ასე შემდეგ. როდესაც პარტია ჩათვლის საჭიროდ, რომ აუცილებელია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ლიდერის, მაინც და მაინც პარტიის ლიდერის პოზიციონირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტია გაჩერებულია. დაველოდოთ და ჩვენი დღის წესრიგით იხილავთ ბატონ გახარიასაც და მის პოზიციონირებას ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვფიქრობ, რომ საუბარია განმსაზღვრელი, საქმეა განმსაზღვრელი.

არ შეიძლება, ქვეყანამ 24- საათიან რეჟიმში იცხოვროს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგით. ამაზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. არ შეიძლება, 24- საათიან რეჟიმში ვისმენდეთ საუბრებს წარსულზე, ვიქექებოდეთ წარსულში, მერე გამოდიოდეს „ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი და ამაზე კომენტარებს აკეთებდეს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა