ადვოკატი - სააკაშვილი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი - ნიშანდობლივია, რომ დღეს მასთან იმყოფებოდა ავლიპ ზურაბიშვილის შვილიშვილი, პროფესორი დავით ზურაბიშვილი და მკურნალობის კურსი გაგრძელდება

დღეს მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ავლიპ ზურაბიშვილის შვილიშვილი, პროფესორი დავით ზურაბიშვილი და მკურნალობის კურსი გაგრძელდება, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.

„ყველას გვესმის, ეს პროცესი არ იქნება მარტივი და ხანმოკლე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ შიმშილობის გამო არ არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია, ის გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ჩვენ ამის ვიდეომტკიცებულებები ვიხილეთ თავად მთავრობის მხრიდან დამონტაჟებულ მასალაში, სადაც წარმოგიდგენიათ, რამდენი ამოჭრეს და რა შეიძლება ყოფილიყო. ამ დამონტაჟებულ კადრებშიც დასტურდება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა. ბუნებრივია, ამის შემდეგ რეაბილიტაცია და მკურნალობა არ არის მარტივი პროცესი. ნიშანდობლივია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ავლიპი ზურაბიშვილის შვილიშვილი, პროფესორი დავით ზურაბიშვილი და მკურნალობის კურსი გაგრძელდება, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება იმ პირობებში, რა პირობებშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი სრული რეაბილიტაცია იმის გათვალისწინებით, რომ არ ეძლევა თავისუფლებაზე მკურნალობის საშუალება“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო