ლაშა ტუღუში - ამ ქვეყანაში პრეზიდენტობა საშიშია - ვნახეთ, რა მოუვიდა პირველ პრეზიდენტს, მეორეს, მესამეს - ჩვენზე კარგად არ მეტყველებს, რომ ამ მოკლე პერიოდში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ბედი ასეთია

პრეზიდენტი გისოსებს უკან, ამის ყურება არ არის მარტივი - ქვეყანაში პრეზიდენტობა საშიშია. ვნახეთ, რა მოუვიდა პირველ პრეზიდენტს, მეორეს, მესამეს. ზოგადად, ეს ჩვენზე კარგად არ მეტყველებს, რომ ამ მოკლე პერიოდში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ბედი ასეთია, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხილვა უკეთესი იქნებოდა სამართლიან სასამართლოში.

„ჩემთვის მისი [სააკაშვილის] გამოსვლა იყო საინტერესო, დიდი ხანია ჩვენ არ მოგვისმენია მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვიყავი, პრეზიდენტი გისოსებს უკან, ამის ყურება არ არის მარტივი. მე არ ვამბობ გათავისუფლებას, სააკაშვილი წარმომიდგენია საუკეთესო ვითარებაში, ნორმალურ სასამართლოში. საერთოდ, მერჩივნა, რომ ზოგადად პრეზიდენტები არ გვეჯდეს ციხეში, - არ ვკლავდეთ პრეზიდენტს, მეორეს არ ვაგდებდეთ ტრიბუნიდან, მესამეს არ ვიჭერდეთ, მეოთხეს სახლიდან არ ვაძევებდეთ. ციხე არ მთავრდება ამ ქვეყანაში. პრეზიდენტობა საშიშია ქვეყანაში. ვნახეთ რა მოუვიდა პირველ პრეზიდენტს, მეორეს, მესამეს. ზოგადად, ეს ჩვენზე კარგად არ მეტყველებს, რომ ამ მოკლე პერიოდში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ბედი ასეთია“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია