რელიგიის საკითხთა სააგენტო მართმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საუფლო დღესასწაულს ულოცავს.

საეკლესიო სწავლების თანახმად, სამი წლის მარიამი მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. იქ მას მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, მარიამი წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა.

„ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სადაც იგი გამუდმებით ლოცულობდა, კითხულობდა წმიდა წერილებს, ხელსაქმობდა და სნეულებს უვლიდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საუფლო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს მართმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და მრევლს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა