ანა ნაცვლიშვილი - თეა წულუკიანმა პირდაპირ პარლამენტის დარბაზში დაწერა „ოცნების“ საბრალდებო დასკვნა, არ ვიცი, თავად ეს გააცნობიერა თუ არა

თეა წულუკიანმა პირდაპირ პარლამენტის დარბაზში დაწერა „ოცნების“ საბრალდებო დასკვნა, არ ვიცი, თავად ეს გააცნობიერა თუ არა. აღწერა, რა ვითარება დახვდა კულტურაში, სპორტში და ახალგაზრდობის სფეროში - მინიმუმ სამსხურებრივი გულგრილობის მთელი კასკადი „ოცნების“ ყველა სახელისუფლებო რგოლის. ვფიქრობ, ეს შემთხვებით არ გაუკეთებია,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში თეა წულუკიანის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამავე საკითხზე ნაცვლიშვილმა თავად წულუკიანს პლენარულ სხდომაზეც მიმართა და აღნიშნა, რომ მის სფეროებში მთავარი გამოწვევა არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიციურობა და დანაშაულებრივი გულგრილობაა.

„რასაც თქვენ გვიყვებოდით, ეს არის საბრალდებო დასკვნა. საბრალდებო დასკვნა თქვენი წინამორბედების მიმართ, ასევე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის ხელმძღვანელების მიმართ, საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს მიმართ, რატომ? იმიტომ, რომ ასეთი მძიმე ვითარება რომ არის ამ დარგებში და კონკრეტული მაგალითებია ამის, ვისი ბრალია ეს? თქვენ ბრძანეთ, შესაძლოა გელათის სახურავის აღება მოგვიწიოს, მძიმეა და ესააა მთავრი გამოწვევაო. მთავარი გამოწვევა ეს კი არ არის, მთავარი გამოწვევა არის არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიციურობა და დანაშაულებრივი გულგრილობა, რაც თავად დაადასტურეთ ამ დარბაზში, რომ ეს ყველაფერი წლების განმავლობაში ხდებოდა. გეკითხებით, სად არის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა? პასუხისმგებლობა უნდა დააყენოს სამთავრობო გუნდმა, ეს გუნდი არ აყენებს ამ პასუხისმგებლობას, ანუ თანამონაწილეობს ამ ყველაფერში. პასუხისმგებლობა ასევე უნდა დააყენოს პროკურატურამ და სასამართლომ და ორივეს რეფორმირებაში თქვენ დიდი პასუხისმგებლობა გქონდათ. ანუ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში არცერთი სტრუქტურა არ მუშაობდა. ამიტომ დაგხვდათ კულტურაში ასეთი მძიმე მდგომარეობა. სად არის პასუხისმგებლობა? არ არის. კარგია, როდესაც კვალიფიკაციაზე საუბრობთ და მოითხოვთ ხუროსგან, რომ კვალიფიციური და კეთილსინდისიერი იყოს, მინისტრებსაც, დეპუტატებსაც და პრემიერ-მინისტრსაც მართებს კვალიფიციურობა და კეთილსინდისიერება. კონკრეტულ კითხვაზე გელათთან დაკავშირებით მაინც ვერ მივიღე პასუხი, რაც ამყარებს ეჭვებს, რომ პროცესი, რომელიც იტალიელების დასკვნის კვლადაკვალ მართლაც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. არ ახსენებთ ინგილისელების დასკვნას, რომლებაც მძიმე რაღაცები დაწერა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ვინაიდან საქმე კულტურულ მემკვიდრეობას ეხება, მინდა წარმატება გისურვოთ იმიტომ, რომ თქვენი წარმატებით მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა გადარჩება. მაგრამ მაქვს უნდობლობის მიზეზი - რისი წარმატებით რესტავრაციაც მოახდინეთ, ესაა სასამართლოში კლანი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო