სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.

სამების საკათედრო ტაძარში წირვას ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი აღავლენს. დღესასწაულის მნიშვნელობასთან დაკავშირებით არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ისაუბრა და მრევლს დღესასწაული მიულოცა.

"გილოცავთ წმინდა ღვთის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს. მოგეხსენებათ, იოაკიმე და ანა მრავალი წლის განმავლობაში ელოდნენ ნანატრ შვილს და ღვთის დაშვებით და სასწაულით მათ შეეძინათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც აღუთქვეს რომ ღმერთს შესწირავდნენ. 3 წლის ასაკში ტაძარში გალობით მიიყვანეს ქალწულთა დასთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც იქ მღვდელმთავარი დახვდა. ღვთისმშობელმა საკმაოდ დიდი საფეხურები აირბინა და მღვდელმთავარმა შეიყვანა წმინდათა წმინდაში, რომელშიც მღვდელმთავარიც კი მხოლოდ ერთხელ შედიოდა წელიწადში. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვები. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას ამ დიდ დღესასწაულს",- აღნიშნა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული - მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა. შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში ტაძარში მიიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა