მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორსა და ამავე ცენტრის ექიმს, რომლებიც არავაქცინირებულ პირებს აცრილებად აღრიცხავდნენ, ბრალი წაუყენეს

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ ექიმებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

#4 სამედიცინო ცენტრის დირექტორისა და ამავე ცენტრის ექიმის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

თუ რა პოზიცია აქვთ დაკავებულ მედიკოსებს წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, ეს უცნობია, ვინაიდან ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მოთხოვნით კომენტარს არ აკეთებენ.

სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით(კომერციული მოსყიდვა ჯგუფურად) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით(ყალბი დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) მიმდინარეობს.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა