გიგი წერეთლის განცხადებით, პარლამენტში თეა წულუკიანის გამოსვლა ხელისუფლების სახეა და გამოხატავს მათ სურვილს, რომ „ოპონენტებთან ანგარიშსწორების რეჟიმში“ იყვნენ

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთლის განცხადებით, პარლამენტში თეა წულუკიანის გუშინდელი გამოსვლა ხელისუფლების სახეა და გამოხატავს მათ სურვილს, რომ ოპონენტებთან მუდმივი ანგარიშსწორების რეჟიმში იყვნენ.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების შემცირებაზე საუბრობს, თუმცა მხოლოდ დასავლელი პარტნიორების დასანახად.

„მთელი ეს გამოსვლა და სულისკვეთება, რაც პარლამენტის დარბაზში იყო, ხელისუფლების სახეა და მათი სურვილი, რომ ოპონენტებთან მუდმივი ანგარიშსწორების რეჟიმში იყვნენ, პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაზარდონ და კიდევ უფრო მეტი სიძულვილის ენით ისაუბრონ. ამავე დროს, მეორე ნაწილი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების შემცირება, რომ მეტი კონსტრუქციულობაა საჭირო. ეს მხოლოდ ფარსია და კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილს თვალი აუხვიონ, განსაკუთრებით ეს კეთდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების გასაგონად, რადგან მათი მთავრი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ისინი ნორმალურ პროცესში იყვნენ ჩართულნი და ოპოზიციასთან ამგვარი ენით არ საუბრობდნენ, როგორც გუშინ მოვისმინეთ“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს პარლამენტის პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გუშინ მოუსმინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო