ეუთო-ს ყოფილმა, მოქმედმა და მომავალმა ორმა თავმჯდომარე ქვეყანამ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გააკეთეს

ეუთო-ს ყოფილმა, მოქმედმა და მომავალმა ორმა თავმჯდომარე ქვეყანამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალბანეთმა, შვედეთმა, პოლონეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ერთობლივი განცხადება - STOCKHOLM "QUADRIGA" STATEMENT: OUR COMMITMENTS, OUR SECURITY, OUR OSCE, ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში გააკეთეს. დოკუმენტში ე.წ. "ოთხეულმა" გამოთქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო. "ოთხეული", ეუთო-ს სახელით, ურყევად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მილაპარაკებებს და ადასტურებს მზაობას, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად უხელმძღვანელოს ამ ფორმატს. აგრეთვე, ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე -ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პორთა დაბრუნება - პროგრესის საჭიროება. დოკუმენტში "ოთხეული" ასევე, მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დაუყოვნებლივ შესრულებისკენ. აღსანიშნავია, რომ "ოთხეულის" განცხადება არის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ეუთო-ს გასული წლისა და მომდევნო თავმჯდომარეები მინისტერიალის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში ამზადებენ,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა