გურამ მაჭარაშვილი - ეს ადამიანი ჯანმრთელია, გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანენ სააკაშვილს რუსთავის ციხეში, ექიმთა დასკვნების საფუძველზე პენიტენციური სამსახური მიიღებს

ეს ადამიანი ჯანმრთელია - გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს რუსთავის ციხეში, ექიმთა დასკვნების საფუძველზე პენიტენციური სამსახური მიიღებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებას, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გადაყვანა სურს.

მაჭარაშვილის თქმით, როგორც კი სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი მინავლდება, „ნაციონალური მოძრაობა“ დეზინფორმაციას ავრცელებს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ტელეკომპანიებს აქვთ სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგში იყოს, სწორედ ამიტომ, როგორც კი მისი საკითხი მინავლებადი ხდება, აუცილებლად რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებენ. არ მგონია, საზოგადოების ინტერესის სფეროს კიდევ წარმოადგენდეს, როდის გადაიყვანენ სააკაშვილს საპატიმროში და გადაიყვანენ თუ არა უახლოეს დღეებში. ყველამ ნახა, რომ ეს ადამიანი ჯანმრთელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს რუსთავის ციხეში, ექიმთა დასკვნების საფუძველზე პენიტენციური სამსახური მიიღებს. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნურავინ შეწუხდება და ნურანაირ ინფორმაციას გაავრცელებს, რადგან ეს პროცესი აბსლუტურად დინამიურად მიმდინარეობს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მმართველ გუნდში საუბარი მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანაზე, მაჭარაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ საერთოდ არ მსჯელობენ.

„ქართულ ოცნებაში“ პატიმარ სააკაშვილზე მსჯელობა საერთოდ არ არის. მსჯელობა შეიძლება იყოს პენიტნციურ სამსახურში და ჯანდაცვის სისტემაში, რომლებიც ვალდებული არიან, რომ პატიმრის ჯანმრთელობასა და მის უსაფრთხოებაზე იზრუნონ. სწორედ ამ კროტერიუმებიდან გამომდინარე, მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანონ რუსთავის ციხეში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ლიზა იასკოს განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სურთ. ლიზა იასკოს შეფასებით, თუ ეს მოხდება, „ნამდვილი მკვლელობაა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა