მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიას სუს-ში დაბარებაზე - ამ ხალხს წარმოდგენა აქვს, რომ რადგან  პოლიტიკაში არიან, უფლება აქვთ, ჩაიდინონ დანაშაული და ამაზე პასუხი არ აგონ

ამ ხალხს აქვს წარმოდგენა, რომ რადგან პოლიტიკაში არიან, უფლება აქვთ, ჩაიდინონ დანაშაული, ამაზე პასუხი არ აგონ და თუკი ვინმე გაბედავს, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვა დასვას, ეს პოლიტიურ დევნად მონათლონ - ასეთია მათი მიდგომა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს ნიკა მელიას სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, თუ ვინმე თვლის, რომ რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, სამართალი უფრო დაბლა, ვიდრე ეს პიროვნებები, მათი ნებაა.

„დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი აქვთ, ვფიქრობ, ეჭვს და კითხვის ნიშანს არავისში იწვევს. თუ ვინმე თვლის, რომ რაკი პოლიტიკოსი და „ნაციონალური ძრაობის“ წევრია, აქედან გამომიდნარე, ქვეყნის სამართალი უფრო დაბლა დგას, ვიდრე ეს პიროვნებები და პოლიტიკა, მათი ნებაა. მე ასე არ მიმაჩნია და ასე არ მიაჩნია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა“, - წერს ნიკა მელია და „ფეისბუქზე“ სუს-ის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილ სმს შეტყობინების ფოტოებს აქვეყნებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს