მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების გათავისუფლებაზე - როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება? არც ერთ შემთხვევაში!

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ საქმეს განიხილავს, აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების გათავისუფლება კანონიერი გადაწყვეტილება იყო.

როგორ „ტვ პირველის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში კოჭლამაზაშვილმა განმარტა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებაზე უარის თქმის არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ ჰქონდა.

„როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება? არც ერთ შემთხვევაში! დღეს რომ შემოსულიყო ეს საქმე და ჩამეხედა კანონმდებლობაში, მაგალითად, არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, ყველა კრიტერიუმი თუ მსჯავრდებულს დაკმაყოფილებული აქვს, როგორ შეიძლება მოსამართლემ მას უარი უთხრას, რა უნდა ჩაწეროს ამ დროს თავის გადაწყვეტილებაში, არ მინდა და არ გიშვებო? ასეთი არგუმენტებით გადაწყვეტილების მიღება ყოვლად დაუშვებელია, მოსამართლემ მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით უნდა ისარგებლოს.

პრეზიდენტს ნამდვილად 2008 წლის განკარგულებით განახევრებული ჰქონდა მათთვის სასჯელი და არა გათავისუფლებული, ბუნებრივია, მას რომ გაეთავისუფლებინა ისინი, პირობით ვადამდე გათავისუფლებას აღარ საჭიროებდნენ და აღარ დაექვემდებარებოდნენ.

ვიყავი მორიგე სასამართლოში, ეს იყო შაბათი, ან კვირა დღე, შემოვიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარდგინება გარკვეული მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, მაშინ მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს სასამართლო წყვეტდა, როგორც მახსოვს, სიაში, 22 ან 24 ადამიანი იყო. ისიც მახსოვს, რომ მათი ვადების დათვლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე, რადგან ყველა სათითაოდ უნდა დამეთვალა, ბუნებრივია, დათვლილი მათაც ექნებოდათ და ისე არავინ შემოიტანდა, რომ იქ რამე ვადები დარღვეული ყოფილიყო, მაგრამ მე ჩემ წილად ხომ უნდა გადამემოწმებინა“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

მისივე თქმით, მსჯავრდებულები, რომელიც მან გაათავისუფლა, არ ეცნო, ვინაიდან იმ დროს, როცა აღნიშნულ პირებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, ის მოსამართლე არ იყო.

„რატომ არ მეცნო იცით? როცა ამ მსჯავრდებულების მიმართ განაჩენი გამოვიდა, პირველ ინსტანციაში კი არა, აპელაციაშიც კი საერთოდ არ ვიყავი მოსამართლე. გახმაურებული იყო თავად საქმე, მაგრამ კონკრეტული მსჯავრდებულები რა გვარის და სახელის მატარებლები იყვნენ, რატომ უნდა დამემახსოვრებინა გარკვეული თვეებისა თუ წლების განმავლობაში.

ზოგიერთი ამ გადაწყვეტილებას ისე აფასებს და იხსენიებენ ამ გადაწყვეტილებას, თითქოს, კოჭლამაზაშვილმა მსჯავრდებულები პირობით ვადამდე გაათავისუფლა და ამას ისეთ უარყოფით კონტექტსში ამბობენ, თითქოს, აქ რაღაც უკანონობას ხედავენ, ამ დროს, როცა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და მოსამართლე მაინც გათავისუფლებაზე ამბობს უარს, ჩემი აზრით, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ მიეცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და მოსამართლე - არა.

„3 ინსტანციის სასამართლომ, მე როგორც საქმის კურსში ვარ, პროკურორების ოფიციალური ბრიფინგებით და საჯარო გამოსვლებით, პრეზიდენტს მსჯავრი დაედო არა მისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციისთვის - მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, არამედ წინასწარ შეპირებული შეწყალებისთვის, რაც სამი ინსტანციის სასამართლომ მას დანაშაულად შეუფასა... მე მათ ხომ არ შევპირებივარ წინასწარ გათავისუფებას, აქ ლაპარაკია, რომ იმ მსჯავრდებულებს თითქოს, წინასწარ დაპირდნენ შეწყალებას, მაგრამ მე ხომ არავის დავპირებივარ წინასწარ გაგათავისუფლებით პირობით ვადამდე ადრე-მეთქი“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა