არსებული ინფორმაციით, სანზონაში არასრულწლოვანი ცივი იარაღით არის მოკლული და მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული

არსებული ინფორმაციით, სანზონაში არასრულწლოვანი ცივი იარაღით არის მოკლული და მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

სანზონაში, სადაც 17 წლის ბიჭი მოკლეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

როგორც ღრმაღელის დასახლების ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მაკა კობრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმაური გაიგონა, რის შემდეგაც ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, რომ ბევრი ბავშვი მირბოდა.

„ზემოდან ბავშვებმა ჩამოირბინეს, რადგან ბიჭების ხმა იყოს ფანჯარასთან მივედი, მინიმუმ 10-15 ბავშვი იყო და სადაც დაჭრილი ბავშვი იყო, იქ მიირბინეს. ერთი ყვიროდა - სისხლისგან დაიცალაო. ჩხუბი აქ არ მომხდარა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სხვაგან მოხდა და აქ ჩამოირბინეს. არცერთი ნაცნობი არ იყო, ამ უბნის ბავშვები არ იყვნენ. წაქცეული ბავშვი წელს ზემოთ შიშველი იყო, ალბათ ჭრილობას დახედეს. სასწრაფო და პოლიცია მალე მოვიდა, მაგრამ სანამ სასრწაფო მოვიდოდა მეზობელმა ჯიპში ჩაისვა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიყვანა“,- განაცხადა კობრავამ.

კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრების განცხადებით, ის სკოლაში წლების განმავლობაში ასწავლიდა, შესაბამისად, ყველას იცნობს, ბავშვები კი რომლებიც დაჭრილთან იყვნენ, არცერთი არ ეცნო. მისი თქმით, ადგილზე ჩხუბის ხმა არ გაუგია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არასრულწლოვანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით