კლუბი „ხიდის“ წარმომადგენლების განცხადებით, კლუბს ტოვებენ და მის დალუქვაზე პასუხისმგებელ პირებს „გონივრულ ვადას აძლევენ, რომ დროულად მოხსნან ლუქი“

კლუბი „ხიდის“ წარმომადგენლების განცხადებით, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით კლუბს ტოვებენ და მის დალუქვაზე პასუხისმგებელ პირებს ვადას აძლევენ, რომ დროულად მოხსნან ლუქი. აღნიშნულის შესახებ კლუბი „ხიდი“ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დღეს, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა საპატრულო ეკიპაჟთან ერთად ჯარიმის ფურცელი და დალუქვის დადგენილება გააცნეს. მათივე შეფასებით, აქამდე პირველივე ჯერზე დაჯარიმებასთან ერთად დალუქვის პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.

„დღეს კლუბი „ხიდი“ დალუქეს და დააჯარიმეს 10 000 ლარით.

3 დეკემბერს, 21 თვიანი პაუზის შემდეგ გავმართეთ ღონისძიება, სადაც კოვიდ რეგულაციების მკაცრი დაცვით, მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მქონე პირები დაიშვებოდნენ:

  • სრულად ვაქცინირებული პირები (მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ)
  • ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდ გადატანილ პირები
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირები.

დღეს, შრომის უსაფრთხოების ინსპექციის წარმომადგენლებმა საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, წარმოგვიდგინა ჯარიმის ფურცელი და დალუქვის დადგენილება. აღსანიშნავია, რომ აქამდე პირველივე ჯერზე დაჯარიმებასთან ერთად დალუქვის პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციის მოწოდებისთანავე, კლუბის ტერიტორიაზე შევიკრიბეთ სფეროს წარმომადგენლები და კლუბის გულშემატკივრები. ამის პარალელურად, შრომის ინსპექციის წარმომადგენლელებმა მოგვცეს გონივრული ვადა კლუბის დასატოვებლად. სხვა შემთხვევაში კლუბს იძულებით დაგვატოვებინებდნენ.

ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი გულშემატკივრებისა და მეგობრების მიმართ და ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ვტოვებთ კლუბს, ხოლო დალუქვაზე პასუხისმგებელ პირებს ვაძლევთ გონივრულ ვადას, დროულად მოგვიხსნან ლუქი და კლუბების მუშაობის დაშვებასთან ერთად, ავტომატურად მოგვცენ მუშაობის განახლების საშუალება. სხვა შემთხვევაში ჩვენგან მიიღებენ მხოლოდ წინააღდმეგობას“, - ნათქვამია კლუბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა