ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა

4 დეკემბერს, განსუს პროვინციის ქალაქ უვეიდან, საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა.

სატვირთო მატარებლის საბოლოო დანიშნულების ადგილია თბილისი, სადაც ტვირთი 10-12 დღეში ჩამოვა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებს რეგულარული ხასიათი მიეცემა როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებითაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებლის გამგზავრებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ და დამსწრე საზოგადობას სიტყვით მიმართა.

ელჩმა ხაზი გაუსვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპრტო დერეფნის განვითარებას და საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ჰაბის პოზიციონირებას.

თავის მხრივ, განსუს პროვინციის ვიცე - გუბერნატორმა აღნიშნა, საქართველოს მზარდი როლი სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, რასაც ხელს უწყობს მსგავსი პროექტების განხორციელება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, პროვინციის მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ უვეის მერი და სხვა სტუმრები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია