კელი დეგნანი - პარტიები შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე - ეს არის სწორი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ქართველი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სწორი ნაბიჯია.

„პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საჭიროა ამ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებები. შეთანხმდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და ეს აისახა მარტის შეთანხმებაში, რომლის თანახმადაც, ბარიერი დაიწია. შესაბამისად, ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა დაბალი ბარიერით. შემდგომ კიდევ გაგრძელდა მოლაპარაკებები, დისკუსია. პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ, ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე და ეს არის სწორი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ მეტი პარტია, მრავალფეროვანი აზრი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პასუხობს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს. ამას ადასტურებს ასევე ის ფაქტი, რომ პირველ მოსმენაზე ეს კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტში გავიდა. ქართველი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ეს ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“,-განაცხადა დეგნანმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს