კელი დეგნანი - სამედიცინო ექსპერტებს უკეთ შეუძლიათ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისი საჭიროებები, ეს მათი პრეროგატივაა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო ექსპერტებმა უნდა უპასუხონ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მულტიდისციპლინური ჯგუფის პრეროგატივაა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი საჭიროებები შეაფასოს.

„ალბათ, ამ საკითხზე უნდა უპასუხონ იმ სამედიცინო ექსპერტებმა, ვინც ამ პროცესში არიან ჩართული. მოგეხსენებათ, არის მულტიდისციპლინური ჯგუფი შექმნილი, რომელიც სწავლობს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მათ უკეთ შეუძლიათ შეაფასონ მისი ჯანმთელობის მდგომარეობა და შესაბამისი საჭიროებები. ეს მათი პრეროგატივაა“, - განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ფსიქოტროპული პრეპარატების საკმაოდ მაღალი დოზები დაუნიშნეს, რისი საჭიროებაც არ იყო.

როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორი გამოყენების შედეგად, სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს „ფარმაკოლოგიური წამების სახეს და არასათანადო მოპყრობას“.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის თქმით, ყველა მედიკამენტი, რომელიც ინიშნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში, გადის ძალიან მაღალ წნეხს, რომ ამ მედიკამენტს არ ჰქონდეს გვერდითი მოვლენა და არ ავნოს ჯანმრთელობას სხვა კუთხით. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან