ადვოკატის განცხადებით, თბილისში მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს

თბილისში, სანზონაში არასრულწლოვნის დ.კ-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლ.ი.-ს ადვოკატის ინფორმაციით, არასრულწლოვანი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საზოგადოებრივმა ადვოკატმა აღნიშნა, ლ.ი.-სთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, შესაბამისად საქმეში არსებული მტკიცებულებები მისთვის უცნობია.

,,ჯერჯერობით ბრალი არ წარუდგენიათ და საქმის მასალები არ გადმომცემია, შესაბამისად მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. თავად არასრულწლოვანი არ აღიარებს დანაშაულს და დუმილის უფლებას იყენებს“, - აღნიშნა ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ.

ცნობისთვის, თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. , რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან