გიული ალასანია - ჩემი შვილი სისტემის ხელშია - რამდენიმე დღე უკეთ იყო, მაგრამ ნელ-ნელა უკან მიდის, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა ან ნერვიულობა, თითქოს ეს მედიკამენტოზურია

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა ან ნერვიულობა, თითქოს ეს მედიკამეტოზურია, მაგრამ არ ვიცი რა ფორმით ხდება მიღება. ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას, როგორ ხდება ეს? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მედიას განუცხადა.

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს, რადგან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადმოყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა უკეთესი იყო, თუმცა ახლა კვლავ უკან მიდის.

,,ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა. ახლა, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი არის სისტემის ხელში და ყველაფერი, რაც აქ ხდება კონტროლდება იმ სისტემისგან, რომლის ნდობაც მე არ მაქვს. გორის ჰოსპიტალში რომ გადმოიყვანეს გადატანილი წამების შემდეგ, რამდენიმე დღე იყო უკეთ, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა ან ნერვიულობა, თითქოს ეს მედიკამეტოზურია, მაგრამ არ ვიცი რა ფორმით ხდება მიღება. ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას, როგორ ხდება ეს? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა