ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილს აქვს გამოკვეთილი საერთო სისუსტე და არასტაბილური მდგომარეობა, რაც ახასიათებს პოსტ-ტრავმატულ სინდრომს და წამების შემდგომ მდგომარეობას, არ არის კარგად

ამჟამად აქვს გამოკვეთილი საერთო სისუსტე და არასტაბილური მდგომარეობა, რაც ახასიათებს პოსტ-ტრავმატულ სინდრომს და წამების შემდგომ მდგომარეობას, არ არის კარგად, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის თანახმად სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობისას ფსიქოტროპული პრეპარატები მაღალი დოზით დაუნიშნეს, ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, იგეგმებოდა დოზების გაზრდა და ათჯერ მეტი დოზის გამოყენება, რაც უფრო მეტ სისუსტეს და მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევდა.

,,დღეს ველაპარაკე მის პირად ექიმს ჰოლანდიაში და გავარკვიე, რომ იღებდა მხოლოდ ორ წამალს, ეს არ არის ისეთი ფსიქოტროპული წამლები, რომლებიც საზღვარგარეთ ფართოდ გამოიყენება. ეს ჰოლანდიელი ექიმის დანიშნულება არ იყო, ეს იყო საძილე საშუალება, ამის მიცემა შევწყვიტეთ პარასკევს და შაბათს, პირველი სასამართლოს წინ. იგეგმებოდა დოზების გაზრდა და თუ არ ვცდები, ათჯერ მეტი იყო, ეს გამოიწვევდა უფრო მეტ სისუსტეს და ცუდ მდგომარეობას. თუ ამ მედიკამენტს გაზრდილი დოზით მიიღებდა ვერ გამოვიდოდა სასამართლოზე. ეს მედიკამენტი დანიშნა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ფსიქიატრმა პარასკევს აქ ვიყავი დიდი ხნით, ვგეგმავდით როგორ წარდგებოდა სასამართლოს წინაშე, არ მეგონა, რომ შეძლებდა 1 საათზე მეტს გამოსვლას. ვფიქრობდით მხოლოდ 30 წუთს და იმასაც ვფიქრობდით, თუ შეძლებდა კორიდორის გავლას და მისვლას“, - აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირადი ექიმის განმარტებით, ეს შეუძლებელია და ხელს არავინ არ მოაწერს.

,,ეს შეუძლებელია, არცერთი ექიმი ამას ხელს არ მოაწერს, არც საქართველოში და არც მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს