თბილისში 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

თბილისში, სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლ.ი-ის ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ აღნიშნა, საქმის მასალები გვიან ღამით გადაეცა და ჯერ არ გაცნობია.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რას მოითხოვს დაცვის მხარე, თუმცა როგორც მან აღნიშნა, პატიმრობას არ დაეთანხმება.

ცნობისთვის, თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. , რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა