დავით სერგეენკო - პოლიტიკური სარჩულის ძებნა ყველაფერში, მით უმეტეს, ბავშვების სასკოლო სახელმძღვანელოებში არასწორი მგონია

პოლიტიკური სარჩულის ძებნა ყველაფერში, მით უმეტეს, ბავშვების სასკოლო სახელმძღვანელოებში არასწორი მგონია, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც მიიჩნევს, რომ ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.

სერგეენკოს თქმით, მსგავსი პოლიტიკური აქცენტის გაკეთება სასკოლო სახელმძღვანელოზე ზედმეტია.

„სახელმძღვანელოების შექმნისას გარკვეული წესებით ხელმძღვანელობენ და ასე ყველაფერში პოლიტიკური სარჩულის ძებნა, მით უმეტეს, ბავშვების სასკოლო სახელმძღვანელოებში არასწორი მგონია. სახელმძღვანელოებში შედიან ის პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც ჩაითვალა, რომ ქვეყნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. მე არ ვიცი, პროტოკოლის რაიმე ერთი ნაწილი მაინც, რომელიც რაიმე ფორმით კრძალავს იმას, რომ მოქმედი პოლიტიკოსი არ იყოს შეტანილი სახელმძღვანელოში. ერთ- ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ონლაინ- პლატფორმა არის ვიკიპედია, სადაც უამრავი ინფორმაციაა, მათ შორის, მოქმედ პოლიტიკოსებზე. არ ვიცი, ეს რამდენად მიუღებელი და დაუშვებელია, რომ მოქმედი პოლიტიკოსი შევიდეს ისტორიის სახელმძღვანელოში,"- განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო