ანა ნაცვლიშვილი - ოდნავი ირონიით ვიტყვი - მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა სკოლის სახელმძღვანელოებში

ოდნავი ირონიით ვიტყვი - მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა სკოლის სახელმძღვანელოებში, რადგან იმედი მაქვს, რომ როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე მედიის წრეებში ამიერიდან განათლების სისტემა თავისი სკოლის სახელმძღვანელოებით, რომელიც ძალიან მძიმე დღეშია, მოექცევა მუდმივი ყურადღების ცენტრში, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის სისტემური პრობლემა და მას სჭირდება სისტემური ბრძოლა.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა