“სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატები და მათთან ერთად სალომე სამადაშვილი პარლამენტში ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის წესის გამარტივებას ითხოვენ

“სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატები და მათთან ერთად პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტში ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის წესის გამარტივებას ითხოვენ.

საუბარია 2020 წლის პარლამენტში შემოღებულ სუბიექტზე - პოლიტიკურ ჯგუფზე, რომლის შექმნაც, რეგლამენტის მიხედვით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ორ დეპუტატს შეუძლია. რეგლამენტის გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფი იმავე უფლებებით სარგებლობს, რაც ფრაქციას გააჩნია.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრების მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის პარლამენტიდან წასვლის შედეგად, ორი ოპოზიციური ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და“რეფორმების ჯგუფი“ დაიშალა. პარტია “ლელოს“ სიით გასულმა დეპუტატებმა ბადრი ჯაფარიძემ, დავით უსუფაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა, რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, 3-კაციანი პოლიტიკური ჯგუფი უკვე შექმნეს, თუმცა პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიან “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები, რადგან ისინი პარლამენტში არა ერთი პარტიის, არამედ საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ. ასევე, პოლიტიკურ ჯგუფებად ვერ ერთიანდებიან სხვადასხვა პარტიების სიით გასული ის დეპუტატები, რომლებიც ახლა პარლამენტის უფრაქციო წევრები არიან.

დეპუტატები სალომე სამადაშვილი, თეონა აქუბარდია და პაატა მანჯგალაძე რეგლამენტში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდიან და პარლამენტს სთავაზობენ პროექტს, რომლის მიხედვით, პარლამენტის არანაკლებ 2-წევრს (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური ოდენობის დანაწესისა) ექნება შესაძლებლობა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს