ალუდა ღუდუშაური - ძალიან სწორად არის შეყვანილი ბიძინა ივანიშვილი სახელმძღვანელოში, არ უნდა იყოს?

დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება დაფასებული ადგილი განსხვავებით სააკაშვილისგან და თუ ამ ისტორიის წიგნში რაიმე არ ასახავს რეალობას, არის ის, რომ სახელმძღვანელოში მისი ის „საგმირო საქმეები“ არ არის ასახული, რისთვისაც არის მსჯავრდებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სკოლაში პოლიტიკის შეტანას ოპოზიცია ცდილობს.

„ახალი ფსკერი და მწვერვალი დაიპყრეს იმით, რომ საკუთარი ქვეყნის იურისდიქციის და ქვეყნის საზღვრებში საჯარისო ფორმირებების გადაადგილებას უწოდეს ომი. აქ არის მათი რეალური სახე, ეს იმ ნარატივის გაგრძელებაა, როცა ამ რადიკალურმა ჯგუფებმა და მათმა წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რომელიც ქვეყანას ადანაშაულებდა ომის დაწყებაში. იქამდე დაეცნენ, რომ მოსწავლეებში და სკოლაში შეიტანეს პოლიტიკა და ცდილობენ ხელოვნური აჟიოტაჟი შეიტანონ სკოლაში და ამ ბინძური მეთოდებით შევიდნენ და ამას საუბრობენ ადამიანები, ვინც ქვეყნისთვის საზიანო რეზოლუციას მოაწერეს ხელი. სახელმძღვანელოში აბსოლუტურად სწორად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი. ძალიან სწორად არის შეყვანილი ბიძინა ივანიშვილი სახელმძღვანელოში, არ უნდა იყოს?! დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება დაფასებული ადგილი განსხვავებით სააკაშვილისგან და თუ ამ ისტორიის წიგნში რაიმე არის არასწორი და არ ასახავს რეალობას, არის ის, რომ სახელმძღვანელოში ის საგმირო საქმეები არ არის ასახული, რაც ჩაიდინა, რისთვისაც არის მსჯავრდებული და რაზეც მიმდინარეობს არაერთი საქმე,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის