8 დეკემბერს, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გამარჯვებასა და აღთაკლიას

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, 8 დეკემბერს, 09:00 დან 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გამარჯვებასა და აღთაკლიას.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაა.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გამარჯვების გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, 09:00 დან 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: გამარჯვებასა და აღთაკლიას.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა