„დროას“, „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

პარტიამ „დროა“ და სამოქალაქო მოძრაობებმა „სირცხვილია" და „შეცვალე" განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის ორგანიზატორები განათლების სამინისტროსგან მე-9 კლასის ისტორიის იმ სახელმძღვანელოს სასკოლო პროგრამიდან ამოღებას ითხოვენ, რომელშიც აღწერილია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დეტალები და ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის ნაწილი.

„ეს არის პირდაპირი მიზანი, რომ მომავალ თაობას ტვინი გამოურეცხონ. ეს არის ისტორიის გადაკეთების მცდელობა. ვიდრე პროფესიონალები არ დაიწყებენ ამაზე მუშაობას და ფართო დისკუსიები არ გაიმართება, ეს სახელმძღვანელო უნდა ამოიღონ პროგრამიდან", - განაცხადა „სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა მაქარაშვილმა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული სახელმძღვანელოს მეშვეობით იმ ნარატივის გავრცელება, რომელსაც კრემლი ავრცელებს, სახელმწიფო დონეზე მოხდება, რაც, მათი თქმით, დაუშვებელია.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა