გია ვოლსკი - როცა გადაწყვეტ ადამიანთან შერიგდე, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - აღიარება იმის, რაც დააშავე

სააკაშვილი მიუთითებს, რომ გაიზიარა ლუარსაბ მეფის ბედი, აღმაშენებელზე მეტი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, რეგიონალური ლიდერია და არის ჯორჯ ვაშინგტონი - ამას ყველაფერს ამბობს, მაგრამ რამდენად არის ეს ადეკვატური, ეს მეორე საკითხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შერიგების თაობაზე და აღნიშნა, რომ შერიგებისთვის მნიშვნელოვანი დანაშაულის აღიარებაა.

"მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აკეთებს, რომ ის იბრძვის, ამ ბრძოლას მეთაურობს ციხიდან, ხალხს მოუწოდებს მისი გათავისუფლებისკენ და ბრძოლა დამთავრდება მისი გათავისუფლებით. ის ასევე, მოუთითებს, რომ მან გაიზიარა ლუარსაბ მეფის ბედი, აღმაშენებელზე მეტი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, არის რეგიონალური ლიდერი და არის ჯორჯ ვაშინგტონი. ამას ყველაფერს ამბობს, მაგრამ რამდენად არის ეს ადეკვატური, ეს მეორე საკითხია. საერთო შერიგებას რაც შეეხება, როცა გადაწყვეტ ადამიანთან შერიგდე, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - აღიარება იმის, რაც დააშავე. ადამიანი ამბობს, რომ ყველაფერი სწორი იყო და მას მხარს უბამენ მისი მხარდამჭერები, რომ ყველაფერი სწორად იყო ჩადენილი და ამბობენ, გირგვლიანის თემა არის პიარის თემა, თანაც უნიჭო და ცუდი პიარის. ფაქტია, რაც მოხდა და ჩვენს თვალწინ განვითარდა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელების მეთოდებზე ნიკა მელიას და სააკაშვილის პოზიციებს შორის პრინციპული სხვაობაა.

"ნიკანორ მელიას განცხადება საკმაოდ სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ სააკაშვილი მოუწოდებს მისი გათავისუფლების თაობაზე, რაც მიუთითებს იმ გეგმის განხორციელებაზე, რასაც ჰქვია რევოლუციური პროცესის განვითარება და დესტაბილიზაცია, ნიკა მელია კი სულ იმას მიუთითებს, რომ მშვიდობიანი მეთოდებით უნდა განხორციელდეს ცვლილებები. ასე რომ, პრინციპული სხვაობა ამ პოზიციებში არსებობს, მაგრამ არსებობს ერთი მთავარი ნიშა, მოდით და გამათავისუფლეთ, ციხის კარები შემოანგრიეთ - ეს არის ის თემა, რაც აღელვებს „ნაცმოძრაობას“, მის მხარდამჭერებსაც და ზოგადად, გამოიყურება ძალიან არაადეკვატურად დღეს შექმნილ ვითარებაში", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა