„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ ორგანიზებითა და „არემჯის“ მხარდაჭერით, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო.

მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და ისტორიის პედაგოგებთან ერთად 11 სხვადასხვა ძეგლზე მოხსენებები მოამზადეს.

,,მოხარული ვარ, რომ „დიდგორელის“ მონაწილეებმა, დღეს კონფერენციის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მომზადებული ნაშრომები წარვადგინეთ. ჩემი ნაშრომი შეეხებოდა, აქამდე ჩემთვის უცნობ ძეგლს - ჩხორთოლის ეკლესიას, რომლის შესახებაც უამრავი ინფორმაცია მოვიძიე და ბევრი რამ შევიტყვე“, – განაცხადა „დიდგორელის“ სტიპენდიატმა და კონფერენციის მონაწილე ლუკა ანდიაშვილმა.

ამასთან, მოსწავლეთა კონფერენცია პროექტ ,,დიდგორელის’’ ახალი კომპონენტია. კონფერენცია მიზნად ისახავს, საქართველოში არსებული უნიკალური და მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოსწავლეებისთვის გაცნობას და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. კონფერენციისთვის, სკოლის მოსწავლეებმა, აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის, ამბარას სამეკლესიანი ბაზილიკის, ბედიის მონასტრის და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ მოამზადეს ნაშრომები.

,,მოსწავლეთა კონფერენცია, ეს არის „დიდგორელის“ ის ახალი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ და ზოგადად საზოგადოებამ ბევრი იფიქროს დიდ წუხილზე, რომელსაც ოკუპაცია ქვია და გაიცნონ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და თავიანთ მუნიციპალიტეტებში არსებულ ბიბლიოთეკებში თვეების განმავლობაში იმუშავეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული ნაშრომები, ძალიან მალე ბეჭდური სახითაც გამოიცემა“, - განაცხადა ,,დიდგორელის’’ ავტორმა ლევან ჟვანიამ.

ისტორიის კონკურსი ,,დიდგორელი’’, ,,არემჯის’’ მხარდაჭერით 2019 წლიდან იმართება და ის კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო პროექტია, რომელმაც მთელი ქვემო ქართლის რეგიონი და ათასობით ახალგაზრდა მოსწავლე გააერთიანა.

,,არემჯის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა რეგიონში. „დიდგორელის“ ფარგლებში ეს პირველი კონფერენციაა, რომელიც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიის კვლევას და მათი თანამედროვე მდგომარეობის შეფასებას მიეძღვნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს აფხაზეთის საქართველოსგან განუყოფლობის იდეის პოპულარიზაციას“, – განმარტა „არემჯის“ სპეციალისტმა კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში გიორგი კობახიძემ.

დაარსების დღიდან პროექტ „დიდგორელს“ არაერთი განსხვავებული კომპონენტი დაემატა. წელს მოსწავლეთა კონფერენციის ფარგლებში მომზადებული ნაშრომები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ერთ წიგნად გამოიცემა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში, ყველა დაინტერესებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან