პროკურორი - ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს ჰქონდა უსუსური მცდელობა, რომ რაღაც ფორმით გაემართლებინა მის მიერ ჩადენილი ქმედებები, თუმცა, არ გამოუვიდა

სასამართლოში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე დაიკითხა. უსუსური მცდელობა ჰქონდა, რომ რაღაც ფორმით გაემართლებინა მის მიერ ჩადენილი

ქმედებები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდა , - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დაიკითხა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ხაზარაძეს ბრალდების მხარის ყველა კრიტიკულ შეკითხვაზე პასუხები არ ჰქონდა და ამბობდა, რომ არ ახსოვს ან იტყუებოდა.

„როდესაც ფაქტებს დავუპირისპირებდით, მერე სიმართლის თქმა უწევდა. იმის გამო, რომ პასუხები არ ჰქონდა, პროკურორების მიმართ თავდასხმაზე გადადიოდა და ცდილობდა, რომ სასამართლო პროცესი ქუჩური გარჩევისთვის დაემსგავსებინა. კითხვაზე, რა ვითარებაში მოეწერა ხელი და მოაწერა, თუ არა მან ხელი სესხის გადაკისრებას, როდესაც შემოიყვანეს ოფშორული ფირმა და ბანკი დატოვეს ანულირებული, თავიდან აცხადებდა, რომ მოაწერა ხელი, ახსოვდა და როდესაც წარვუდგინეთ ხელშეკრულება, ნახა, რომ მისი ხელმოწერა არ იყო და დარწმუნდა, რომ ტყუილი განაცხადა სასამართლოში. ასევე იყო ვალთან დაკავშირებული შეკითხვები. ეს პრინციპული შეკითხვა იყო - დღეს მას ვის მიმართ აქვს დავალიანება. გამოძიების პროცესში აცხადებდა, რომ ავთანდილ წერეთლის მიმართ აქვს დავალიანება. დღეს შეცვალა მაშინდელი ჩვენება და ისევ ტყუილი განაცხადა, რომ თითქოს ეს სესხი მას უკვე გადახდილი აქვს პარტნიორებთან ემისირებულ აქციებში.

რაც შეეხება „ფულის გათეთრებას“ ჩვენ პროცესის დაწყების დღიდან ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა თავდაპირველად, მოტყუებით ბანკის დიდი ოდენობით თანხის დაუფლებას, კონკრეტულად, როდესაც ავთანდილ წერეთელმა ეს თანხა მოტყუებით მიიღო ბანკიდან, საუბარია 16 მილიონ აშშ დოლარზე. ამით, რა თქმა უნდა, ეს თანხა გახდა უკანონო და დანაშაულებრივი და შემდგომ არსებული გადარიცხვები, ამ თანხების კონვერტაცია, დანაწევრება და შემდეგ საზღვარგარეთის ქვეყნებში გადარიცხვა წარმოადგენს „ფულის გათეთრების“ კომპონენტებს.

ჩვენ ვართ ბოლო ეტაპზე გასული, წარვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები, მომდევნო სხდომაზე დაიკითხებიან ბრალდებულები, წარმოვადგენთ დასკვნით სიტყვას, სადაც ჩამოყალიბებული იქნება ის მტკიცებულებები და არგუმენტები, რასაც ბრალდება ეფუძნება.

მიგვაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით“, - განაცხდა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო