სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს სიტყვით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით იმართება, 10 დეკემბერს მიმართავს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტი მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის ლიდერებს დემოკრატიის განახლებისა და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების დასაძლევად გააერთიანებს.

პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ მოსაწვევ წერილში აღნიშნულია:

,,ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემის მქონე საზოგადოებების მშენებლობაში, რაც თითოეულ მოქალაქეს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.

მნიშვნელოვანი გამოწვევისა და უზარმაზარი შესაძლებლობების მომენტში, დღეს როგორც არასდროს, დემოკრატიებისათვის მნიშვნელოვანია დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს ჩვენი ხალხების საჭიროებებისათვის“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვირტუალურ სამიტში 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა