გია ვოლსკი - გეგონება ჩრდილოეთ კორეაში ვართ, მოდი, სააკაშვილი გამოვუშვათ და შევრიგდებით - აღარაფერი არსებობს, არც კონსტიტუცია, არც კანონი?

2024 წელს არის არჩევნები და ქვეყნის არევას ვერავინ ვერ შეძლებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაბნეულები არიან და არ იციან რა თქვან.

როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გამოყვანა, არაკონსტიტუციურია.

„ჰიპოტეტურად წარმოვიდგინოთ, ვთქვათ უკეთესია სააკაშვილის გარეთ გამოშვება და საზოგადოება, ვისაც არ უნდა, რომ ის გარეთ გამოვიდეს, ვითომ აღარ არსებობს, მთელი საქართველო ითხოვს, რომ გამოუშვით. ჩვენ შევიკრიბეთ, პოლიტსაბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, გეგონება იქ ვართ, ჩრდილოეთ კორეაში, მოდი გამოვუშვათ. ე.ი. აღარაფერი აღარ არსებობს, არც კონსტიტუცია, არც კანონი. გამოვუშვათ და ახლა შევრიგდებით. აი, თქვენ გგონიათ ეს უკეთესია, ვიდრე ის, რასაც კანონის აღსრულება ჰქვია?! თვითონ „ნაცმოძრაობაში“ ისეთი დაბნეულები არიან, რომ ვერ შეუსაბამეს ერთმანეთს, აბა რა თქვან?! ხომ არ იტყვიან - გამოუშვით, მას ასე უნდა, დაიღალა, ამის დრო სად აქვს, რომ ციხეში იჯდეს. აღმოსავლეთ ევროპის ლიდერია, ვაშინგტონია, დავით აღმაშენებელი და ლუარსაბ მეფე მოიგონა კიდევ ბოლოს.

სწორია ის, რასაც მელია ამბობს, ამას უჯერებს ის ხალხი, რაოდენობა, რომელიც ასე არ ფიქრობს?! ანუ, სამოქალაქო ომის დაწყებას აანონსებს თუ რის საფუძველზე? 2024 წელს არის არჩევნები და ქვეყნის არევას ვერავინ ვერ შეძლებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა