ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წოდებულ „გვირაბში“, სადაც წინა წლებში ხშირად აღინიშნებოდა დარღვევები.

„შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს (5 ინდმეწარმეს და შპს „დანტეს“).ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვევლი წარმომვლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: გაურკვევლი წარმომვლობის 40 კილოგრამი ხორცი, ანტისანიტარია და კრიტიკულად შეუსაბამო პირობები - ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს