სოზარ სუბარი - ყველა იმ ადამიანის ახლობლების საკონტაქტო ნომერს მივაწვდი სააკაშვილს, რომლებიც მისი ბრძანებით მოკლეს ქუჩაში, გააუპატიურეს ციხეში და აწამეს, მოუხადოს ყველას ბოდიში

კი ბატონო, შეთავაზება მიღებულია, მე მივაწოდებ დოდო აფრასიძის ტელეფონის ნომერს სააკაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ დაჭერის კი არა, ოჯახის განადგურების ბრძანება გასცა, შეხვდეს, მოუხადოს ბოდიში და მიიღოს პატიება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეროვნულ შერიგებაზე.

სუბარის თქმით, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი შერიგებაზე.

„მივაწოდებ მას ყველა იმ ადამიანის ახლობლების საკონტაქტო ნომერს, რომლებიც მისი ბრძანებით იყვნენ მოკლულნი ქუჩაში, თუ ციხეში ნაწამები, გაუპატიურებული, მოუხადოს ყველას ბოდიში, მიიღოს მათგან პატიება. მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ დაელოდონ 2024 წელს და მოიგონ არჩევნები. შერიგების იდეა მისაღებია, ოღონდ ჩამოვუთვლი ასეულობით ადამიანს, რომელთა ოჯახის წევრებიც მოკლეს მისი პირადი ბრძანებით. აფრასიძეებს იმიტომ ვახსენებ, რომ ამ შემთხვევაში მან პირადად აღიარა, რომ გასცა ოჯახის განადგურების და მოკვლის ბრძანება, მან პირადად აღიარა ეს "რედისონში", ერთ-ერთ ბრიფინგზე, რომ პირადად გასცა ოჯახის განადგურების ბრძანება, შეგიძლიათ თქვენს არქივებში დაძებნოთ”, - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ქუჩაში პროცესების გადატანით პოლარიზაციის შემცირება და შერიგება არ ხდება.

„გამოსავალი არის ძალიან მარტივი, ვინც შემოვიდა პარლამენტში, იმუშაონ კანონებზე, უკეთეს მომავალზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ა.შ. საკრებულოებში 30 პროცენტი არის ოპოზიციის, იმუშაონ იქ, დესტრუქციით კი ნუ იქნებიან დაკავებულნი, სასჯელი, როცა ის არის გამოტანილი სამართლიანი სასამართლოს მიერ, უნდა აღსრულდეს, ეს არის ქვეყნის ნორმალური განვითარება. როცა ქუჩაში უნდათ პროცესების გადატანა, ქუჩაში გადატანით პოლარიზაციის შემცირება და შერიგება არ ხდება”, - განაცხადა სუბარმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს