ნინო წილოსანი - საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოო შედეგამდე იმ შემთხვევაში მივა, თუკი ოპოზიციურ პარტიებს კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობის სურვილი ექნებათ

საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოო შედეგამდე იმ შემთხვევაში მივა, თუკი ოპოზიციურ პარტიებს კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობის სურვილი ექნებათ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განუცხადა.

წილოსანის თქმით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციის მიმართ კეთილგანწყობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო - რადიკალიზაციისა და დაპირისპირების შემცირების მიზნით. უმრავლესობის დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ ამან შესაბამისი შედეგი ვერ გამოიღო და ოპოზიცია კვლავ განაგრძობს პოლარიზებას, არ ასრულებს ამომრჩევლის დაკვეთას, კვლავ ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს.

“როდესაც 2017 წელს ახალ საკონსტიტუციო სისტემაზე გადასვლაზე ვმსჯელობდით და ყველაზე დიდი საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღეთ, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად, ჩაითვალა, რომ პლურალიზმთან ერთად უნდა უზრუნველყოფილიყო ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა. ბარიერთან დაკავშირებით ავიღეთ მოდელი, რაც არაერთ ევროპულ ქვეყანაშია - ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. ამის შემდეგ 2020 წელს განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ რადიკალ ოპოზიციასთან გარკვეული კონსენსუსი და კეთილგანწყობის ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა - დაინიცირდა საკონსტიტუციო ცვლილებები, თუმცა ეს არც მაშინ ჩათვლილა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ ნაბიჯად, ეს იყო ჩვენი კეთილგანწყობის ნაბიჯი ოპოზიციის მიმართ, შერიგებისა და კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა. ამ ჩვენმა პოლიტიკურმა ნაბიჯმა შესაბამისი შედეგი ვერ გამოიღო“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა