შალვა პაპუაშვილი - ბიოგრაფიებზე და თარიღებზე ატეხილი ეს ისტერია სწორედ რუსული რბილი ძალის დეზინფორმაციით მოქმედების საუკეთესო მაგალითია

ისტორიის სახელმძღვანელოზე გაჩაღებულმა ისტერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი რამ - სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, იქ ყოველთვის სიყალბეა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები თითს თითზე არ აკარებენ, როცა დეზინფორმაციის წყარო „ნაციონალური მოძრაობაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბიოგრაფიებზე და თარიღებზე ატეხილი ეს ისტერია სწორედ რუსული რბილი ძალის დეზინფორმაციით მოქმედების საუკეთესო მაგალითია.

„ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს. ამ ტექსტით დაიწყეს 21-ე საუკუნის ცენზორებმა კიდევ ერთი სიყალბის კამპანია. ქვემოთ, სურათზე, მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიაა, იგივე სახელმძღვანელოდან. ისტორიის სახელმძღვანელოზე გაჩაღებულმა ისტერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი რამ: სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, იქ ყოველთვის სიყალბეა. დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები თითს თითზე არ აკარებენ, როცა დეზინფორმაციის წყარო „ნაციონალური მოძრაობაა“.... არადა, თუ კარგად დავფიქრდებით, ბიოგრაფიებზე და თარიღებზე ატეხილი ეს ისტერია სწორედ რუსული რბილი ძალის დეზინფორმაციით მოქმედების საუკეთესო მაგალითია“, - წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ის გვერდზე.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა