მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმა პირველ აქციას დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავს

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმა პირველ აქციას დღეს, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, აღნიშნული პლატფორმა ყველა იმ ადამიანს გააერთიანებს, რომელიც ფიქრობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის მიმართ მიმდინარე მართლმსაჯულება შერჩევითია.

მისივე თქმით, აღნიშნულ პლატფორმას პოლიტიკურ პარტიებთან შეხება არ ექნება.

„ეს პლატფორმა აერთიანებს ყველას, ვინც ითხოვს „FreeMisha“-ს, მათ შორის არ იგულისხმებიან მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მისი პოლიტიკური ოპონენტები არიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ პოლიტიკური პატიმარია და მართლმსაჯულება შერჩევითია მის მიმართ. არ არსებობს სია, ან რაოდენობა ადამიანებისა, ყველა არის ამ პლატფორმის წევრი. პოლიტიკოსებთან არ გვისაუბრია ამ თემაზე, რადგან მათ საკუთარი პლატფორმები აქვთ. სხვადასხვა ტიპის აქციები და აქტივობები დაიგეგმება, პირველი სალომე ზურაბიშვილის სასახლესთან მივდივართ და ვეუბნებით, რომ ის არის ერთადერთი რეალური ბერკეტის მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ სიტუაცია განმუხტოს. როდესაც დღეს პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მშვიდობა უნდა დადგეს, ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს შეუძლებელია მანამ სანამ, სააკაშვილი არის ციხეში“, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა