წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის საქმეზე თელავის სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო

წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სპორტსმენის, ზურაბ ზვიადაურის საქმეზე თელავის რაიონულმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა კი 2022 წლის 21 იანვრიდან განახლდება.

რაც შეეხება წინანდლის ტყეში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ჯაბა ჯანგირაშვილს, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, ვინაიდან მის საქმეს ბრალიდან გამომდინარე ნაფიცი მსაჯულები ვერ განიხილავენ.

ჯანგირაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კონფლიქტი სამშენებლო ობიექტზე დაიწყო და რომ ზვიადაურებს მომხდართან კავშირი აქ აქვთ. ბრალდებულის თქმით, დაპირისპირების დროს ადგილზე ჯერ ზვიად ზვიადაური მივიდა, შემდეგ კი ზურაბ ზვიადაური, რომელმაც მომხდარის დეტალებში გარკვევაც ვერ მოასწრო რომ სროლა დაიწყო და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ბრალდებული ზვიადაური მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.მას საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება.

ცნობისთვის, მკვლელობა სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის, 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს იარაღის დაუდევრად შენახვას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო