ევროპის საინვესტიციო ბანკი - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის საშუალებით ინფლაციაზე კონტროლი შენარჩუნდა

"საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის საშუალებით, ინფლაციაზე კონტროლი შენარჩუნდა, რამაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცენტრალური ბანკის სანდოობა გაზარდა. ეროვნულმა ბანკმა, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, შესამჩნევად განავითარა და გაათანამედროვა ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტები. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ლარის ლიკვიდობაზე უკეთესს წვდომას, - ამის შესახევ ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა, შესაძლო რისკების შესამცირებლად, ბანკებს უცხოური ვალუტით გაცემულ არაჰეჯირებულ სესხებზე რისკის მიხედვით უფრო მაღალი შეწონვა დაუდგინა და ჯერ კიდევ პანდემიამდე, დაკრედიტების უფრო მკაცრი მოთხოვნები დაუწესა. ეს ინსტრუმენტები, შესაძლოა, COVID-19 - ის კრიზისის უარყოფითი გავლენის შემსუბუქების ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდეს.

"ეროვნული ბანკის შემაკავებული ღონისძიებებისა და "ლარიზაციის" პროგრამის განხორციელების შედეგად, 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი სესხების 56.1% და მთლიანი დეპოზიტების 60% დენომინირებული იყო უცხოური ვალუტით. აღნიშნული მაჩვენებლები, 2015-2016 წლების პიკთან შედარებით, შემცირებულია. გატარებული ღონისძიებების შედეგები უფრო თვალსაჩინოა ბანკების საბალანსო უწყისების აქტივების მხარეს, სადაც ჩანს, რომ 2015 წლის შემდეგ ლარით დენომინირებული სესხები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. თუმცა, ბიზნესისა და შინამეურნეობების ეროვნული ვალუტით განთავსებული ანაბრების წილიც 2020 წელს 2015 წელთან შედარებით ზრდას აჩვენებს", - აღნიშნულია ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივ ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს უფრო მდგრადი TIBR ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსის შემოღებამ და რეპო გარიგებების ჩარჩო შეთანხმებამ ხელი შეუწყო ბანკთაშორის ბაზრებზე ლიკვიდობის განვითარებას და საპროცენტო განაკვეთების მოკლევადიანი რყევები შეამცირა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს