კახა კალაძე - ლილე ლიპარტელიანი გამოდის და გვეუბნება, ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა ძალიან უცხოა, არასდროს გაგვიკეთებია, არასდროს გვიკადრიაო - ქალბატონო ლილე, მეკაიფებით?​

ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს - მეკაიფებით?, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლილე ლიპარტელიანს.

აღნიშნული რეპლიკა, სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ პოლემიკას მოჰყვა.

"მართლა არ მახსოვს, გულწრფელად, თუ არადა შემახსენეთ, დამირეკეთ, თუ გინდათ "ფეისბუქზე" მომწერეთ, რომ მე, ჩემი პარტიის, ჩემმა რომელიმე თანაგუნდელმა, რომელიმემ სიძულვილის ენით ისაუბრა 2016 წლიდან, წინას არ ვადევნებდი მაინცადამაინც ყურადღებას", - განაცხადა ლიპარტელიანმა, რაზეც კალაძემ უპასუხა: "ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს - მეკაიფებით?".

„ბატონო, კახი სრულიად გულწრფელად გეუბნებით და თქვენი ლექსიკით გამოჩნდა ვინ ვის ეკაიფება და კარგით რა, ბატონო კახი, რა გჭირთ ტო“, - უპასუხა ლილე ლიპარტელიანმა კალაძეს.

კამათის დროს დედაქალაქის მერმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოროტების სიმბოლო უწოდა.

"ქალბატონი ლილე გამოდის და გვეუბნება, რომ ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა არის ძალიან უცხო, არასდროს გაგვიკეთებია, არასდროს გვიკადრიაო. ბიჭო, თქვე დალოცვილებო, 2012 წლამდე, რასაც ქართველ ხალხს კადრებდით, რასაც აკეთებდით, იყავით ბოროტების სიმბოლო, აუბედურებდით, ანადგურებდით ოჯახებს, 10 ათასობით ადამიანი დაკავებული გყავდათ. ათასობით ბიზნესმენს ყოველ ღამე ციხეებში აფორმებინებდით ბიზნესს, ოჯახებს აუბედურებდით, ახალგაზრდებს ანადგურებდით, როგორ არ გრცხვენიათ საერთოდ“, - მიმართა კალაძემ ლიპარტელიანს.

კალაძის თქმით, მათ ყველანაირი ზღვარი წაშალეს და წითელი ხაზი გადაკვეთეს და არჩევნებზე საზოგადოების მხრიდან მიიღეს პასუხი, ისინი არიან უმცირესობაში და ყოველთვის ასე გაგრძელდება.

„ქართველი ხალხისგან გექნებათ ყოველთვის პასუხი: „არა“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა