ლილე ლიპარტელიანი კალაძეს - კარგი რა, ბატონო კახი, რა გჭირთ, ტო

კარგი რა, ბატონო კახი, რა გჭირთ ტო“, - უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს კახა კალაძის რეპლიკას: "ქალბატონო ლილე, მეკაიფებით?".

შელაპარაკება დედაქალაქის მერსა და ოპოზიციონერ დეპუტატს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანმა სხდომაზე განაცხადა, რომ არ ახსოვს 2016 წლიდან დღემდე მისგან და მისი თანაგუნდელებისგან სიძულვილის ენით საუბარი.

"მართლა არ მახსოვს, გულწრფელად, თუ არადა შემახსენეთ, დამირეკეთ, თუ გინდათ "ფეისბუქზე" მომწერეთ, რომ მე, ჩემი პარტიის, ჩემმა რომელიმე თანაგუნდელმა, რომელიმემ სიძულვილის ენით ისაუბრა 2016 წლიდან, წინას არ ვადევნებდი მაინცადამაინც ყურადღებას", - განაცხადა ლიპარტელიანმა, რაზეც კალაძემ უპასუხა: "ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს - მეკაიფებით?".

„ბატონო, კახი სრულიად გულწრფელად გეუბნებით და თქვენი ლექსიკით გამოჩნდა ვინ ვის ეკაიფება და კარგი რა, ბატონო კახი, რა გჭირთ ტო“, - უპასუხა ლილე ლიპარტელიანმა კალაძეს.

ინფორმაციისთვის, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა