ლინას ლინკევიჩუსი - გასათვალისწინებელია, რომ ნატო მხოლოდ რაკეტები და ტანკები არ არის, ის ღირებულებების ალიანსია

იმედია ყველას, მათ შორის, საქართველოში ჩვენს მეგობრებსაც ესმით, რომ ნატო არ არის მხოლოდ იარაღი, ტანკები და რაკეტები - ეს არის დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ პრინციპებზე, ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, წესებზე და კანონებზე, რომლებზეც ალიანსი თანხმდება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეშია - ეს არ არის კარგი საქართველოსთვის.

„თვითონ ის ფაქტი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეშია და რომ სავარაუდოდ ის აწამეს, თუ შიმშილობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა... კითხვა იმაში მდგომარეობს ეს არის თუ არა კარგი საქართველოსთვის. ჩემი პასუხია არა, ეს არ არის კარგი საქართველოსთვის, ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის. დანარჩენი ყველაფერი დეტალებია, რომლებიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და რომლებზეც ცალკე დებატები შეიძლება გაიმართოს. მაგრამ ფაქტია, რომ ის რაც ხდება ქვეყნისთვის კარგი არ არის“, - განაცახდა ლინას ლინკევიჩუსმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - ნატოში ითვალისწინებენ თუ არა ამ ყველაფერს?, ლინკევიჩუსმა უპასუხა, რომ „დიახ, ითვალისწინებენ“.

„იმედია ყველას, მათ შორის, საქართველოში ჩვენს მეგობრებსაც ესმით, რომ ნატო არ არის მხოლოდ იარაღი, ტანკები და რაკეტები. ეს არის დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ პრინციპებზე, ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, წესებზე და კანონებზე, რომლებზეც ალიანსი თანხმდება. ეს მნიშვნელოვანია და ამ ღირებულებებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია არ გაუმჯობესდება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ისე, როგორც ნამდვილი მეგობრები საუბრობენ, ღიად, დაუფარავად და არა ნახევარ-სიმართლეებით. ეს არის მეგობრობა“, - აღნიშნა ლინას ლინკევიჩუსმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა