კახა კალაძე ირაკლი ნადირაძეს - დაჯექი, ორიანი

დაჯექი, ორიანი. ორიანი ირაკლი, დაჯექი, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ირაკლი ნადირაძეს მას შემდეგ, რაც ნადირაძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა დაასრულა.

საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე მსჯელობენ, ნადირაძემ კახა კალაძის მისამართით კითხვები დასვა და კალაძეს მიმართა: "კიდევ რამდენი მილიონი უნდა გაზიდოთ მილანში?".

"მაინტერესებს, ამ მერობის პერიოდში კიდევ რამდენი მილიონი ლარის ქონება უნდა გადასცეთ ერთ ლარად თქვენს ნათლიმირონებს? ასევე, ბატონო კახი, წინა მერობის პერიოდში, თქვენ მეგობარს ბექა ოდიშარიას 200 000 ლარის ქონება გაუცვალეთ 5 მილიონ ლარში. ასევე, თქვენი კომოს ტბის ძმაკაცებს, ბარვენაშვილს, ქარაზანაშვილს, თქვენს ძმაკაცებს „ცენტრ პოინტის“ 35 მილიონიანი ქონება, ფინანსები უნდა განაკარგვინოთ და მაინტერესებს, კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა მისცეთ თქვენს ძმაკაცებს? მილანური ნაძვის ხე, მილანური განათებები, მილანური სკამები, მილანური ბუჩქები და ხეები, საბავშვო საქანელები, ბატონო კახი, მაინტერესებს კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა გაზიდოთ თბილისის ბიუჯეტიდან მილანში?, - განაცხადა ნადირაძემ.

ნადირაძე ასევე დაინტერესდა, რამდენად სამართლიანია ამ ყველაფრის შემდეგ მთავრობის დამტკიცება.

"მაინტერესებს, სამართლიანია, რომ თქვენ, ამდენი კორუფციული ფაქტის და სკანდალის შემდეგ აქ იყოთ და მთავრობას ამტკიცებდეთ და ქვეყნის მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში? იმიტომ გინდათ ივანიშვილის გუნდი, რომ ფულები იშოვნოთ, გამდიდრდეთ და თქვენს მილიარდებსა და მილიონებს დამატებით მილიარდები და მილიონები შემატოთ“, - განაცხადა ნადირაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა