„რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

„რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი კახა კოჟორიძე განმარტავს, დღეს გახდება ცნობილი, დაუბრუნდებათ თუ არა ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი.

აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო დავა თითქმის, 2 წელია მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარე ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიან, მოპასუხე კი, „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში.

„2004 წელს, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ზეწოლის შედეგად, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 60%-იანი წილი წაართვეს, მაშინ 30% ჯარჯი აქიმიძეს ეკუთვნოდა, 30% - დავით დვალს. ორკესტრირებული სისტემური ზეწოლის შედგეგად, რომელიც უშუალოდ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მოდიოდა, ამ ადამიანებს ეს ქონება წაართვეს. ამ პროცესში მონაწილეობდა ქიბარ ხავლაში, მაშინ ის იმჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი, მათთან დაახლოვებული, მეგობრულ კავშირში მყოფი ბიზნესმენი იყო და ხალვაში მაშინდელმა ხელისუფლებამ შეარჩია, როგორც მათთვის სანდო ადამიანი, ვისთვისაც ტელეკომპანია უნდა გადეფორმებინათ, შესაბამისად, ამ დანაშაულებრივი სქემის ფიგურანტი იყო ქიბარ ხალვაში, რომელსაც სასამართლო დავის შედეგად უკვე „რუსთავი2“ გადაუფორმეს და ამას სამართლიანობის აღდგენა დაარქვეს. იმ ადამიანზე ტელეკომპანიის გადაფორმება, რომელიც თავის დროზე დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდა, თურმე სამართლიანობის აღდგენა ყოფილა. 2012 წელს, აქიმიძემ და დვალმა, პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, რომ გამოძიება დაწყებულიყო, თუმცა, გამოძიება ბოლომდე არ მივიდა და ბრალი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ წაუყენეს, რადგან თუკი სისხლის სამართლის კუთხით დამტკიცდებოდა დანაშაული, აქიმიძეს და დვალს ტელეკომპანიის დაბრუნება გაუადვილდებოდათ, რაც დღევანელ ხელისუფლებას არ აწყობს.

ჩვენ სამოქალაქო სარჩელი შევიტანეთ, რომლის მოთხოვნაც არის, „რუსთავი2“-ის 60% წილის აქიმიძე-დვალისთვის დაბრუნება. დღეს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ჩვენ ვართ მოსარჩელეები, დღევანდელი მესაკუთრე ქიბარ ხალვაში არის მოპასუხე.

საქმის განხილვა დასრულებულია, 2 წელია, რაც ამ საქმეზე დავა მიმდინარეობს. როცა ხალვაშმა 2015 წელს შეიტანა სარჩელი „რუსთავი 2“-ს საქმეზე, წელიწადსა და 7 თვეში ამ საქმემ სასამართლოს 3 ინსტანცია გაიარა, ეს იყო უპრეცედენტოდ სწრაფად საქმის განხილვა, ასეთი ანალოგი ქართულ სამართალწარმოებაში არ არსებობს. ჩვენი სარჩელის შეტანიდან 2 წელი გავიდა და ისევ პირველ ინსტანციაში ვართ. დღეს უნდა გავიგოთ, ამ საქმეზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, - განაცხადა კოჟორიძემ.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი