გიგი წერეთელი - ჩვენ ვხედავთ ჟონგლიორობას ციფრებით, პროპორციული არჩევნების დაპირებით, ჩვენი საზოგადოებისა და პარტნიორების გადაგდებით, მუდმივი კუნთების თამაშით

ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არის არა ქვეყნის განვითარება და მის მომავალზე ფიქრი, არამედ საკუთარ მომავალზე ფიქრი და საკუთარი ამ მავნებლური მმართველობის გაგრძელება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას და საბოლოო ჯამში იმას, რომ დადგნენ რომელიმე ერთი პარტიის წინააღმდეგ.

,,ჩვენ ვხედავთ ჟონგლიორობას ციფრებით, პროპორციული არჩევნების დაპირებით, ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების გადაგდებით, მუდმივი კუნთების თამაშით, როდესაც ცდილობენ, რომ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და საბოლოო ჯამში მიაღწიონ იმას, რომ დადგნენ რომელიმე ერთი პარტიის წინააღმდეგ, ეს არის მათი აპრობირებული მეთოდი. მინდა შევახსენო ყველას, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი, ჩვენი საზოგადოება, რომელსაც ნამდვილად აღარ უნდა და აბსოლუტურად უსაფუძვლოა ამ ყველაფრის გაგრძელება ამგვარად, ეკონომიკა იქნება ეს თუ პოლიტიკური პროცესი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფუჭია ეს გასროლილი სიტყვები, ყველაფერს გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი ხალხი, დარწმუნებული ვარ ისინი უარს ეტყვიან „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა