ანა ნაცვლიშვილი - გუშინ ცხადი და აშკარა იყო, რომ კახა კალაძეს ნერვები აღარ ექვემდებარება - შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმე ვითარებაა მმართველ გუნდში

გუშინ ძალიან ცხადი და აშკარა იყო, რომ კახა კალაძეს ნერვები აღარ ექვემდებარება. იმდენჯერ გამოვიდა წყობიდან და ისე დაკარგა სახე, რომ შეგვიძლია მარტივად წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმე ვითარებაა მმართველ გუნდში, - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე კახა კალაძესა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, მმართველ გუნდში „ძალიან კარგად იციან, რამდენად მყიფე არის ის ნიადაგი, რომელზეც დგანან და რის ფასად უწევთ შეინარჩუნონ სკამები, რომელსაც ვერანაირ საჯარო სიკეთეში ვერ იყენებენ, მხოლოდ ჩაფრენილები არიან ძალაუფლებაზე“.

,,როდესაც ამხელა თანამდებობის პირის მხრიდან მოდის პირდაპირი ძალადობრივი და აგრესიული რიტორიკა, ამას ისმენენ როგორც სრულწლოვანები, ასევე არასრულწლოვანები და არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენი შვილების თაობა იმავეს იმეორებს, ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები. ამ აგრესიას აქვს მძიმე ფასი, რომელსაც ვიხდით ჩვენი საზოგადოება. ერთხელ არ ეყო გამბედაობა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ღია ძალადობრივი რიტორიკის წინააღმდეგ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, არ შეიძლება საკრებულოს ტრიბუნა მერმა აქციოს მუქარის გაჟღერების ადგილად, თუ მას ამ დონეზე ეშლება, პირველი შენ უნდა მიუთითებდე.

კახა კალაძე ამბობდა პირველივე ტურში გავიმარჯვებო, საერთოდ ეს არაჯანსაღი წარმოდგენების ბრალია, რომელიც ხელისუფლებას აქვს, რომ პირველივე ტურში ყველგან უნდა გაიმარჯვონ. მათ ისტერიულად ეშინიათ მცირე წაგებისაც კი. ჯანსაღ ვითარებაში პოლიტიკოსი უნდა უყურებდეს ამას როგორც შესაძლებლობას, რომ განაწილდეს პასუხისმგებლობები და ოპოზიციამაც აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მოაკლდებათ. მაგრამ მათ ამის ეშინიათ, გამოჩნდება „ქართული ოცნება“ რამდენად ვერ მართავს პროცესებს და რამდენად სწრაფად დადგება ცვლილება. საბა ბუაძემ ძალიან კონკრეტული წინადადება დააყენა, შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია და თუ არ არის კალაძე კორუმპირებული, ამას დაინახავს საზოგადოება“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში 2%-იანი საარჩევნო ბარიერის ჩაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ საბოტაჟის შედეგად მოხდა. ნაცვლიშვილის შეფასებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს განცხადება სისუსტის დემონსტრირებაა.

,,მაშინ რატომ მოაწერა ხელი?! „ნაცების“ საბოტაჟის ქვეშ მოხდა მიღებაო, ანუ მათ საბოტაჟს დაექვემდებარა მმართველი პარტია? ეს არის სისუსტის დემონსტრირება, სხვა განცხადებას ვერ გავაკეთებ. მთელი ეს პროცესი, ამ თემის „შემოგდება“ ემსახურება იმას, რომ საზოგადოების ყურადღება იყოს გადატანილი ისეთი საკითხებიდან, რომელიც საზოგადოებისთვის არის სიკვდილ-სასიცოცხლო, კოვიდის უმართაობა, ინფლაცია და ფასების ზრდა, ცდილობენ ამ საკითხებიდან აიცილონ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა