კობა გვენეტაძე - საკრედიტო პორტფელის მაღალი დოლარიზაცია მსესხებლების და მთლიანობაში, ფინანსური სისტემის მდგრადობის ძირითად რისკად რჩება

საკრედიტო პორტფელის მაღალი დოლარიზაცია მსესხებლების და მთლიანობაში, ფინანსური სისტემის მდგრადობის ძირითად რისკად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, უცხოური ვალუტის დაკრედიტების დაჩქარება კიდევ უფრო დიდ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

„განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ეს გამოიკვეთა უცხოურ ვალუტაში დენომინირებული იპოთეკების ზრდაში, რომელიც ტემპის შენარჩუნების პირობებში, ვფიქრობთ, 10%-ს მიაღწევს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? - ჩვენ რომ შევხედოთ რესტრუქტურირებული სესხების სტატისტიკას, რაც პანდემიის შემდგომ მოხდა, რესტრუქტურირებული სესხების ყველაზე დიდი წილი, 30% მოდის ევროში გაცემულ სესხებზე, 20%- დოლარში გაცემულ სესხებზე, ხოლო ყველაზე დაბალი, დაახლოებით, 8% - ლარში გაცემულ სესხებზე. ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ უჩვენებს რაოდენ დიდ რისკებს შეიცავს, განსაკუთრებით არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოურ ვალუტაში სესხების აღება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, კომერციულმა ბანკებმა სესხების დოლარიზაცია რომ შეამციროს, ეს ხანგრძლივ პერიოდში, მეტ სტიმულს შექმნის.

„ეს არის ის ერთი ზომა, რომელიც 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ჩაირთვება. მეორე ზომა ეს არის უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადის 15-დან 10 წლამდე შემცირება. ვფიქრობთ, ამ ზომის შემდეგ დოლარში გაცემული იპოთეკების ზრდის ტემპი შემცირდება. მაგრამ როგორც წინა გამოცდილებიდან ვნახეთ, მსესხებლების დიდი ნაწილი კვლავ გააგრძელებს სესხის აღებას, უბრალოდ, ეს სესხები ლარით ჩანაცვლდება, რასაც გაცილებით ნაკლები მოწყვლადობა ექნება. შედეგად, ჯამურად, იპოთეკური დაკრედიტება მნიშვნელოვნად არ შემცირდება. მაქსიმალური ვადიანობის შემცირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შესაძლებლობა იქნება რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში დაგრძელვადიანდეს სესხები. ამავე დროს ვადიანობის შემცირება სესხების ამორტიზაციას დააჩქარებს, რაც საკრედიტო რისკებს შეამცირებს და ამავე დროს წაახალისებს დედოლარიზაციას. ასე რომ, საერთო ჯამში ვფიქრობთ, იპოთეკების პორტფელი არ შემცირდება, მაგრამ მისი ხარისხი გაუმჯობესდება, რაც მსესხებლებისთვის და ასევე ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება, რომ სექტორმა სტაბილურობა შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, არ მოვიაზრებთ, რომ დოლარიზაცია 0% უნდა იყოს. მთლიანი სესხების დოლარიზაცია დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 51%-ია, ფიზიკური სესხების დოლარიზაცია კი, 37%-ია. ეს არის გაცილებით ნაკლები ადამიანი, რომელიც შოკის გამო გამოწვეულ გაუფასურების შემთხვევაშიც კი, ახერხებენ თავიანთი სესხების მომსახურებას. ანუ, ეს არ ქმნის ისეთ პრობლემას, რომელსაც 2014-2015 წლებში ქმნიდა, როდესაც დოლარში გაცემული სესხები ფიზიკურ პირებზე საკმაოდ მაღალი იყო - 176 ათასი იყო და ახლა დაახლოებით, 76 ათასია“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან