პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის წევრების აქცია დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრების საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეების ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდა, რისთვისაც 15:00 საათამდე მისცეს დრო, თუმცა აღნიშნული შეხვედრა არ შედგა.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები დროებით იშლებიან და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

„დროებით ვიშლებით, სამოქმედო გეგმას გეტყვით რას ვაპირებთ და როგორი შეკრებები გვექნება. ,,თავისუფლება მიშას” იქნება ყველგან და ეს ლოზუნგი არ გაჩერდება არასდროს. შემდეგი შეხვედრა იქნება ძალიან მალე”, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა