ირაკლი კოვზანაძე - დღეს გვაქვს მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაცია, აქედან გამომდინარე, ჯოხი ორივე ბოლოდან გვირტყამს

გადაწყვეტილებების მიღება ხშირად გვიანდება, საჭიროა პრევენცია და არა პოსტფაქტუმ რეაგირება - შედეგად ჩვენ დღეს გვაქვს მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაცია,- ამის შესახებ საფინანსო-საბიჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კობა გვენეტაძე დაესწრება, ამ საკითხზე მასთან კითხვები ექნებათ.

"მე შარშანდელი წლის ბოლოდან ვამბობდი, რომ ცენტრალურ ბანკს მოუწევდა მონეტარული საპროცენტო განაკვეთის აწევა, ასევე ვამბობდი, რომ ხშირ შემთხვევაში გვიანდება ამ გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ საჭიროა პროგნოზორება და პრევენცია და არა პოსტფაქტუმ რეაგირება, შედეგად ჩვენ დღევანდელ დღეს გვაქვს მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაცია. გამომდინარე აქედან ჯოხი ორივე ბოლოდან გვირტყამს. დღეს გვექნება საინტერესო განხილვა და ყველა ამ კითხვებზე მივიღებთ პასუხს,"- განაცხადა კოვზანაძემ.

ცნობისათვის, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. შედეგად, მოქალაქეებს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების საპროცენტო განაკვეთი გაეზარდათ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა