კახა კოჟორიძე - სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - ხალვაში ამბობს, რომ არასდროს შეხვედრია აქიმიძე-დვალს, ნასყიდობის საფასური მისცა ოქრუაშვილს, 4 მლნ კი მერაბიშვილს

ეს არის მართლმსაჯულების ღერძის დანგრევა, - ასე შეაფასა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება.

კახა კოჟორიძის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„სასამართლოს ეს განმარტება ჩვენთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ნებისმიერ შედეგს ველოდები ამ სასამართლო განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ იმ განმარტებას, რაც დღეს სასამართლომ გააკეთა, გულწრფელად ვამბობ, რომ არ ველოდი. სასამართლოს განმარტებით, ქიბარ ხალვაში არის თურმე კეთილსინდისიერი შემძენი. ნებისმიერ იურისტს, თუნდაც პირველ კურსზე ვინც ხართ, გთხოვთ წაიკითხოთ ჩემ მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ქიბარ ხალვაშის ჩვენება და რასაც ამბობს, მხოლოდ იქედან გამოიტანეთ დასკვნა. რანაირად შეიძლება ადამიანი კეთილსინდისიერ შემძენად ჩაითვალოს. საერთოდ არ არის საჭირო იურისტობა იმის მისახვედრად, რომ ქიბარ ხალვაში არცერთ შემთხვევაში კეთილსინდისიერ შემძენად არ შეიძლება ჩათვლილიყო. რატომ? მარტივად ავხსნი, ხალვაში ამ ჩვენებიდან გამომდინარე ამბობს, რომ არასდროს შეხვედრია აქიმიძე-დვალს, მასთან არ უწარმოებია ტელეკომპანიის ნასყიდობაზე მოლაპარაკებები, არ ყოფილა „რუსთავი 2“-ში, არ შეუფასებია ტელეკომპანია და რაც მთავარია, ნასყიდობის საფასური მისცა ირაკლი ოქრუაშვილს, 4 მლნ დოლარი ივანე მერაბიშვილს. „რუსთავი 2“-ის ნასყიდობის საფასური მისცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს. როგორ შეიძლება ადამიანი, მყიდველი ჩაითვალოს კეთილსინდისიერად, თუკი თანხას ტელეკომპანიის დამფუძნებელს კი არ უხდის, რომელმაც ვითომ გაყიდეს ეს ტელეკომპანია, არამედ უხდის შს მნინისტრს. სასამართლომ თქვა, რომ ეს ჩვეულებრივია და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ შს მინისტრს 4 მლნ დოლარი გადაუხადა“, -განაცხადა კოჟორიძემ.

მისი განმარტებით, სამართლებრივად ყადაღა ჯერ მოხსნილი არ არის.

„ჩვენ ამ გადაწყვეტლებას გავასაჩივრებთ და მანამ, სანამ ეს დავა გარძელდება, ყადაღა მოხსნილად ვერ ჩაითვლება. ჩვენთვის ქართული მართმსაჯულების სისტემა არის ის აუცილებელი სახადი, რომელიც უნდა მოვიხადოთ იმისთვის, რომ მერე წავიდეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და დადგეს ის შედეგი, რასაც ეს ადამიანები იმსახურებენ“, - განაცხადა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარის - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნებაზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაახლოებით, 2 წლის წინ შეიტანეს. აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარე ქიბარ ხალვაში იყო.

მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა "რუსთვი-2 ს". ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, "რუსთავი2-ს" ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა